„პარტია, რომელიც არაკონსტიტუციურია თავისი არსით, მისი ადგილი დემოკრატიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან. არანაირი კავშირი დემოკრატიის შესუსტებასთან პარტიის აკრძალვის პროცესს არ აქვს. პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მთელი არსი კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვისა არის ის, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, იმისთვის, რომ კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები არ იყვნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ასე რომ, პირიქით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარწმუნო იქნება ჩვენი არგუმენტები, რომლებიც დასახელებულია სარჩელში და ანტიკონსტიტუციურად ცნობს ამ პარტიებს, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელზე.

Discussion about this post