გერმანია უკრაინას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს .ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ლარს კლინგბაილის თქმით, საკითხი ამჟამად პარლამენტშია განსახილველად და მოსალოდნელია, რომ მას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაამტკიცებენ
მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინისთვის ატომური ელექტროსადგურის აღდგენის მიზნით 260 მილიონი ევრო შეაგროვა. ცნობილია, რომ ამ საკითხზე 9 ნოემბერს პარიზში კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანიც დონორების შეკრება და დამატებითი სახსრების მოძიება იქნება, რადგან სადგურის სრულ აღდგენას, წინასწარი შეფასებით, 500 მილიონი ევრო დასჭირდება

Discussion about this post