ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა .აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-არხზე დაწერა, ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, თავდასხმა ქალაქის ოსნოვიანსკისა და ინდუსტრიალნის რაიონებზეც განხორციელდა. ამ რაიონებში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Discussion about this post