ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს . განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.
“მე მოვუწოდებ არამხოლოდ ჩვენს მომხრეებს, ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ სასამართლო სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მე დავუკავშირდი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს და აქვე საჯაროდ მინდა ვთქვა, მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, პარტიასთან თანამშრომლობისთვის იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები” -თქვა ფავლენიშვილმა.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ძლიერი საქართველო – ლელოც” დაესწრება

Discussion about this post