TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს იწყება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ ვასილ მხეიძის ირიბი და ჯუანშერ ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და „ისიც არასრულყოფილი”. მისივე თქმით, დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: „10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა”!

„19 ოქტომბერს, ორშაბათს, იწყება წინასასამართლო სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ახალ შეთითხნილ ქრთამის აღების საქმეზე. ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს!

რატომ? საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა, რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!

არ ვაჭარბებ! მაშინ, როცა ბრალდების მხარის ვერსიაში საკვანძო როლს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება ასრულებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რას ადასტურებს ეს ჩვენება? არსებობს თუ არა მისი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები? რამდენად თანმიმდევრულია ჩვენება და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თავად მოწმეს?

საქმის არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, მაგრამ ერთი ხომ უკვე ცხადია?

დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!

მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება” ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან.

სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა:

რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

დარწმუნებული ვარ, დღეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საღი აზროვნების უნარი აქვს (მადლობა ღმერთს, ასეთი უმრავლესობაა), ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდეს!

ჩემი პოსტის მიზანი არ არის სამართლებრივი საკითხების დეტალური გარჩევა, მით უფრო, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება:

ჯერ კიდევ ი. ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.

ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო! ზოგიერთი „ვაიმჩხიბავი” დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს.

ანუ, რა გამოდის? თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით?

პასუხი მარტივია! შემდეგ იყო ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამ საკითხზე დაწერა თვითონ ბატონმა ირაკლიმ და მე აღარ გავშლი, მაგრამ ერთია: მან ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თვითონ იყო ორჯერ და უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო. ის თვლიდა, რომ მის მიერ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება, საზოგადოების მხრიდან შეიძლლებოდა აღქმულიყო მოღალატეობრივ ნაბიჯად!

მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა ის გაწირა! ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არ არსებული ბრალის აღიარებას თხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1% ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!

ამ წერილს დავურთავ ჩემს პოსტს და აქვე გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში; ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი; მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილიზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს);

საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწეარა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა?

მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?

და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი – მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი”!

იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?

განა მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნა სხვა დატვირთვის მატარებელია? და რომ მცირეწლოვან შვილებთან პაემანს უუქმებენ, ჰუმანურობის გამოხატულებაა?

და დღეს, როდესაც მმართველ გუნდში საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, მე ვსვამ კითხვებს: ვის ინტერესებს ემსახურებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკური განეიტრალება? ვის აძლევდა ხელს მისი რეპუტაციის განადგურება? არსებობდა თუ არა გუნდში ისეთი დაპირისპირება, რომლის ფონზეც სამართლებრივი საქმე პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა?

ღარიბაშვილი იყო მხოლოდ მთავარი სამიზნე, თუ შემდეგ სხვისი დრო დადგებოდა? ვინ არის ის სხვა? განა ეს კითხვები ლეგიტიმური არაა? ან მათზე პასუხის გაცემა რთულია?

და ბოლოს: ყველა იმ საჯარო პირს, ხელისუფლების წარმომადგენელს მინდა მივმართო, ვინც ორკესტრირებულად, დავალებით გაკეთებულ ტექსტებში წერილების პათოსს და კაცობას უწუნებთ ირაკლი ღარიბაშვილს და მიშა სააკაშვილს ადრით, ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, და მერე დაედარეთ მიშას, მით უფრო, რომ სწორედ ისინი იღებთ ხმას და გაყვირით, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე, უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებაშიც“ ბოლო არჩევნების მერე ჩნდებით და ბედავთ და თითს უქნევთ ადამიანს, ვისი ოჯახის წევრებიც წინა ხელისუფლებას მძევლებად ყავდა ციხეში ერთი მოთხოვნით: უარყავით და გაერიდეთ ბიძინა ივანიშვილსო!

აი, თქვენ ნამდვილად არ ხართ არც ბიძინა ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“ და არც იმ ხალხის ერთგული, ვინც საკუთარ მხრებზე გამოსცადა მწარე მათრახი წინა ხელისუფლებისა. სწორედ თქვენ ანგრევთ და შიგნიდან შლით ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფ ხალხის არჩეულ „ქართულ ოცნებას”!

19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია! ამით დავიწყე და ამით დავასრულებ! მე აღარ მინდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 – წლიანი რეჟიმიც და მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს!

მე მინდა სასამართლო, რომელიც არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიტუციას არ გამოუტანს განაჩენს! მე მინდა სამართლებრივი სახელმწიფო! განა ეს ბევრია?”, – წერს ადვოკატი.

გაზიარება
წინა პოსტი

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ახალი მასშტაბური სანქციების პაკეტი შეაჩერა

შემდეგი პოსტი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'