„ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“ | განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგი ერისადმი საგანგებო მიმართვისას
„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე. ზოგიერთი მათგანი განადგურდა. ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? მათ, ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ. ამაღამ ყველანი რისხვასა და სირცხვილს განვიცდით. აუცილებელია გამიჯვნა იმ მომიტინგეებს შორის, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, მათგან, ვინც ანადგურებდა, ამსხვრევდა და ძარცვავდა“ – განაცხადა მაკრონმა.მისივე თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ძალადობას „რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხისკენ მიდრეკილი ელემენტები“ ახორციელებენ, რომლებსაც „მრავალი კრიმინალიც“ შეუერთდა

Discussion about this post