“მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთ რამეს ვიტყვი ასევე ამ სარჩელთან დაკავშირებით,. სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება. ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება ჩვენთვის უფრო მარტივი ყოფილიყო შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა აქ არ არის მთავარი ჩვენი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას ხვალიდან იწყებს.

Discussion about this post