გურჯაანში დაკარგული 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს . ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ კაცს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათივე ცნობით, გარდაცვლილს ადგილობრივმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული.

Discussion about this post