კასპის ერთ-ერთ სოფელში მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და ჩამორთმეული სიგარეტი დაიბრუნეს
ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ 15 ოქტომბერს სკოლაში მისულ პედაგოგებს და დირექტორს ოთახის კარი ღია დახვდათ. მათივე ცნობით, გამოიძახეს პოლიცია. გამოცემა წერს, რომ შენობაში სარდაფიდან შეაღწიეს.
“ჩამორთმეული სიგარეტი თვალსაჩინო ადგილზე იყო დადებული და მარტო ის წაიღეს, როგორც ჩანს. სხვა არაფერი დაკარგულა, სარემონტოა სკოლა და შევიდნენ” – თქვეს სკოლაში.

Discussion about this post