რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს – დაიღუპა 3, დაშავდა 3 ადამიანი . ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ივან ფედეროვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონის 48 დასახლებულ პუნქტზე ჯამში 862 დარტყმა განახორციელეს. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ფართოდ გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები – რეგიონს თავს 633 დრონი დაესხა, რომელთა უმეტესობაც FPV ტიპის იყო. გარდა ამისა, დაფიქსირდა 28 საავიაციო დარტყმა, 4 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან და 197 საარტილერიო ჭურვის გასროლა.
გამოცემა წერს, რომ დრონებით იერიშები ძირითადად ზაპოროჟიეზე, ვილნიანსკზე, კუშუგუმსა და კომიშუვახაზე განხორციელდა, ხოლო რეაქტიული სისტემებით იერიში პავლივკაზე, გულიაიპილსკესა და კოპანებზე მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეტყობინება სულ 90-ჯერ შევიდა.

Discussion about this post