ავტობანზე ტრაილერი სატვირთოს შეეჯახა – შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა . ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Discussion about this post