ფილიპინებში, ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა 4 პილოტი .ინფორმაციას Associated Press ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ორი „SF-260“ ტიპის თვითმფრინავი ერთმანეთს პარასკევს ნაშუადღევს, დაბალ სიმაღლეზე ფრენისას შეეჯახა, რის შემდეგაც დედაქალაქის სამხრეთით, ბატანგასის სანაპირო პროვინციაში, ქალაქ ლიპაში მდებარე ფერნანდოს ავიაბაზაზე ჩამოვარდა. ოფიციალური პირების თქმით, ადგილზე არავინ დაშავებულა. თვითმხილველმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი ორადგილიანი თვითმფრინავი ავიაბაზაზე, სამხედრო პერსონალის ყაზარმებთან ახლოს ჩამოვარდა.

Discussion about this post