ფოთში კაცმა ცოლი მოკლა . ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Discussion about this post