TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველომ 2026 წლის 9 თვეში 18 მილიონი დოლარის არაყი იყიდა

საქართველომ 2026 წლის 9 თვეში 18 მილიონი დოლარის არაყი იყიდა

საქართველომ 2026 წლის 9 თვეში 18 მილიონი დოლარის არაყი იყიდა – არყის უმსხვილესი მომწოდებელი რუსეთია . ინფორმაციას BMG საქსტატის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.9%-ით აღემატება. მათივე ცნობით, გაიზარდა როგორც ქვეყანაში შემოტანილი არყის მოცულობა, ისე საქართველოდან ექსპორტი – თუმცა ექსპორტის ღირებულების ზრდის ტემპი მოცულობის ზრდას მნიშვნელოვნად უსწრებს.

საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 1.94 მილიონი ლიტრი არაყი შემოვიდა, რაშიც იმპორტიორებმა 18.34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის ღირებულება 15.17 მილიონი დოლარი, მოცულობა კი 1.63 მილიონი ლიტრი იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ღირებულება 20.9%-ით, რაოდენობა კი 18.9%-ით გაიზარდა.

გამოცემა წერს, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 664.2 ათასი ლიტრი არაყი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტის ღირებულებით მეორე ადგილზე ფინეთია, საიდანაც 245.4 ათასი ლიტრის შესაძენად 2.7 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მესამე პოზიციას ლატვია იკავებს – 158.3 ათასი ლიტრი, 2.6 მილიონი დოლარი.

რუსეთიდან საქართველოში არყის იმპორტის დინამიკას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

• 2025 იანვარი-დეკემბერი – $6.6 მილიონი, 873 993 ლიტრი
• 2024 იანვარი-დეკემბერი – $5 მილიონი, 904 910 ლიტრი
• 2023 იანვარი-დეკემბერი – $3.9 მილიონი, 693 171 ლიტრი
• 2022 იანვარი-დეკემბერი – $3.8 მილიონი, 584 179 ლიტრი
• 2021 იანვარი-დეკემბერი – $3 მილიონი, 399 422 ლიტრი

გაზიარება
წინა პოსტი

“ვინც მიცნობთ,ჩემს ბავშვებს აწყენინებთ”- ცოლის სავარაუდო მკვლელის წერილი

შემდეგი პოსტი

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სავაჭრო კომპლექსი “Галерея Чижова” დაბომბეს

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'