თბილისში ბინები და კერძო სახლები 2020 წელთან შედარებით 66.2%-ით გაძვირდა. ინფორმაციას BPN საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მესამე კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. მიმდინარე წლის წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების ფასების ინდექსმა 1.5%-ით მოიმატა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზრდამ 5.9% შეადგინა.
2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თბილისში ბინის ფასები (კვადრატულ მეტრზე) უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
• მთაწმინდა – 7004 ლარი;
• ვაკე – 6046 ლარი;
• კრწანისი – 4635 ლარი;
• საბურთალო – 4 444 ლარი:�;
• დიდუბე – 4 168 ლარი;
• ჩუღურეთი – 4 121 ლარი;
• ისანი – 4 032 ლარი;
• ნაძალადევი – 3 932 ლარი;
• გლდანში – 3 830 ლარი;
• სამგორი – 3 657 ლარი.

Discussion about this post