“გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. აქციაზე რაც იხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდო-რელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო – ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდო-რელიგიური სექტის, რომელიც თავის ფსევდო-რელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

Discussion about this post