ჩინეთში 110-მა რობოტმა სინქრონული ცეკვა შეასრულა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. შოუ ჩინურმა რობოტექნიკურმა კომპანია AgiBot-მა ქალაქ ძინანში მოაწყო. წარმოდგენაში მონაწილეობდა 110 ერთეული Expedition A3 ტიპის ჰუმანოიდური რობოტი. მომავალში ასეთი რობოტების გამოყენებას ტურიზმში, საზოგადოებრივ სივრცეებსა და გასართობ შოუებში გეგმავენ. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურმა მსაჯებმა ადგილზე დაადასტურეს სინქრონულად მოცეკვავე ჰუმანოიდი რობოტების სარეკორდო რაოდენობა და კომპანიას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს.
კომპანიის განცხადებით, ეს არ ყოფილა სპეციალურად რეკორდისთვის აწყობილი ან მოდიფიცირებული რობოტები – გამოყენებული იყო სტანდარტული სერიული მოდელები. ეს უზრუნველყოფს იმის დამტკიცებას, რომ მასობრივი წარმოების ხარისხი და სიზუსტე თითქმის იდენტურია. 110-ვე რობოტის მოძრაობას აკონტროლებდა სპეციალური პლატფორმა LinkBots, რომელიც უზრუნველყოფს UWB (Ultra-Wideband) სანტიმეტრულ სიზუსტეს და მილიწამების დონეზე სინქრონიზაციას. თუ რომელიმე რობოტი კავშირს დაკარგავდა, სისტემა ავტომატურად ანაზღაურებდა დანაკლისს და დანარჩენი ჯგუფი წყობას არ დაარღვევდა.

Discussion about this post