რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა .ამის შესახებ პრორუსმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ BMG-სთან განაცხადა.
ფიფიას თქმით, ეს კომპანიებია GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია. ფიფიას თქმით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი მალე გამოიცემა.
მანამდე, 10 ოქტომბერს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ბაზარზე რამდენიმე ქართულ კომპანიას აკერძალა პროდუქტის შეტანა – მათ შორის არის: ნაბეღლავი, კოკა-კოლა, თელიანი ველი, თბილიღვინო, ვაინმენი, ქართული ლუდის კომპანია და ასკანელი ძმები.

Discussion about this post