ესპანეთში 2 ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი . ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, კომპანია Renfe-ს AVE-ს კლასის ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი დარტყმის შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო ოპერაცია და მიმდინარეობს კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
მომხდარი კატასტროფის გამო, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეაჩერა. გავრცელებული ცნობით, ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა.

Discussion about this post