უკრაინამ წუხელ ოკუპირებული ლუგანსკი და რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკა დაბომბა .ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება, სადაც უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმა და ძლიერი აფეთქებები იყო. ოკუპირებულ ლუგანსკში კი დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძრები ამ დრომდე გრძელდება

Discussion about this post