„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გარევაჭრობა არის აკრძალული. მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი… ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი წერილი, სატელეფონო ზარი, მოსახლეობის მხრიდან იყო გაკეთებული, რომ მოგვეწესრიგებინა მარჯანიშვილის მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაბრკოლების გარეშე გადაადგილებას რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიაზე და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“ -თქვა კალაძემ
გუშინ გამთენიისას მუნიციპალურმა ინსპექციამ მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა. მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე ყვავილებსა და წიგნებს ყიდდნენ, ამბობდნენ, რომ მერია მათ ერთადერთი შემოსავლის წყაროს ისე უზღუდავს, რომ ალტერნატიულ ფართსაც არ სთავაზობს.

Discussion about this post