TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სეს-მა „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. განცხადება უწყებამ თავად გაავრცელა და დაწერა, რომ კნატუნა იმ ობიექტებს შორისაა, რომლებსაც საწარმოო პროცესი გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში შეუჩერეს

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი “კნატუნა” (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა( დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.

არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ” -წერს სეს-ი

გაზიარება
წინა პოსტი

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6 %-ით გაიზარდა-საქსტატი

შემდეგი პოსტი

საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირაში იუბილეს აღნიშნავს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'