ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, ძვირადღირებული ძვირფასეულობის ქურდობისა და სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს .ამერიკული მედიის ინფორმაციით დაკავებულები 40 წლის ლ.ა. და 47 წლის მ.ჩ. არიან – ორივე მათგანი ბრუკლინში ცხოვრობდა.
მათივე ცნობით, დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილები არიან წარსულში რამდენიმე საცხოვრებლის ქურდობაში. სასამართლო თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 100,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

Discussion about this post