ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც ერდოღანს შეხვდება . ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“გუნდთან ერთად სტამბოლში ჩავფრინდით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობისა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების გასაძლიერებლად. არის მნიშვნელოვანი საკითხები შავი ზღვის ნაოსნობასთან დაკავშირებით. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას.“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

Discussion about this post