უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდა და აღსაყდრების 35-ე წლისთავი მიულოცა, რომელიც რამდენიმე დღეში – 2 ნოემბერს აღინიშნება.
“ვისაუბრეთ პარტნიორებთან მშვიდობის მისაღწევად ჩვენს მუშაობაზე, კერძოდ, ამერიკულ მხარესთან კონტაქტების შესახებ. რა თქმა უნდა, მივაწოდე ინფორმაცია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და რუსეთის მუდმივ დარტყმებზე, რაც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ ოპერაციაზე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში, საიდანაც ადამიანების გადარჩენა მოხერხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მოახდენს რუსეთზე ზეწოლას, რათა მსგავსი დეესკალაციური ნაბიჯები გაფართოვდეს. მადლობას ვუხდი მის ყოვლადუწმინდესობას თანმიმდევრული საჯარო პოზიციისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და უკრაინაში მშვიდობისთვის მუდმივი ლოცვებისთვის.“ -წერს ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტი გუშინ თურქეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება და მარცვლეულის დერეფნის აღდგენა იყო.

Discussion about this post