“ჯამში დაახლოებით 50, შეიძლება მეტი ადამიანიც იყო, ყველა არასრულწლოვანი, მაქსიმუმ 18 წელს მიღწეული. დანები შევამჩნიე მე გაშველების დროს, რომ ჯიბეში ედოთ. მერე ვიდეოშიც გამოჩნდა, რომ ერთ-ერთს ძალიან მკაფიოდ უდევს დიდი დანა შარვლის უკანა ჯიბეში. მინიმუმ ორ დანა ჰქონდა. სამწუხაროდ, ერთადერთი ზარი, რომელიც შევიდა პოლიციაში იყო ჩემგან და ისთ-ფოინთის დაცვამ ძალიან ცუდად იმუშავა მაგ თვალსაზრისით, რომ დაემუქრა სიტყვიერად პოლიციით, მაგრამ პოლიციაში არ დარეკეს და არც იმის საქმის კურსში იყვნენ, რომ დარეკილი იყო, ეგ გულგრილობაა მინიმუმ. გამომძიებლებმა დამირეკეს დაახლოებით ღამის 12 საათზე დამირეკეს, მითხრეს, რომ ამ დრომდე ტერიტორიაზე იყვნენ, სანამ დაიშალა ყველა ათასობით ადამიანი, ვინც East Point-ში იყო, გუშინ შეკრებილი, მანამდე რჩებოდნენ ტერიტორიაზე და ამიტომ დამიკავშირდნენ მოგვიანებით” -ამბობს „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში, ისთ-ფოინთთან დაპირისპირების თვითმხილველი, ანანია გაჩეჩილაძე.

Discussion about this post