TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გურამ ბოიკო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს

თბილისში 25 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლეს

“დღეს წნორელებმა გურამ ბოიკო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ცოდნის კაფეში ვიყავი, გავიხედე და ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, სულ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები და ყველა ტიროდა, ბიჭები ისე ტიროდნენ, გული მოგიკვდებოდა და უწყვეტ ნაკადად მოჰყვებოდნენ მანქანები. და გურამს ისე მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ეძინაო. მე სულ მეშინია გარდაცვლილი ადამიანის ყურების, მაგრამ ხელით მიასვენებდნენ გურამს, ბოლო გზაზე აყურებინებდნენ მშობლიურ ქუჩებს, თვალს ქვემოთ, ნაიარევი ეტყობოდა, გაშველების იარა.. ძმის ქორწილში რომ მოკლეს, იმ ქორწილში რომ მოკლეს, სადაც სიძეს აუშარდა მოძველბიჭო ელემენტი, ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული, ქურდი ვარ, ქურდი ვარო რომ იძახდაო და სიძეს რომ აუშარდა საკუთარ ქორწილში, ძმამ რომ მიიღო დარტყმა საკუთარ თავზე, გავაშველებო და რომ მოკლეს, იმ ბიჭს მიასვენებდა მთელი წნორი. 24 წლის რომ მოკლეს, სამედიცინოზე რომ სწავლობდა, ყველა რომ იძახის, უწყნარესი, უკარგესი ადამიანი იყოო და ერთს რომ ვერ იპოვი,
აუგი ეთქვა ამ ბიჭზე და ამავე, ქიზიყელმა მოძველბიჭო ელემენტმა რომ მოკლა… ქურდული ცხოვრების მიმდევარმა ტიპმა რომ მოკლა ამ ქვეყნის მომავალი… გეგონება ჩვენი ქვეყნის ბედი აირეკლაო პატარა წნორში, ნეს ქურდები და კაი ბიჭები რომ გააბლატავეს და ქვეყნის მომავალს რომ კლავენ..
ისე მძიმე კადრი იყო ამდენი შავად შემოსილი წნორის გოგო-ბიჭობა, ჯერ სულ პატარები, ტირილით რომ მიუყვებოდნენ გურამს და ის ისე საშინლად ლამაზი იყო სასახლეშიც კი, ღმერთო რა ცოდო იყო… უბედურება იყო მისი მიწაში ჩადება… ქიზიყი კი არა, მთელი საქართველო გლოვობს გურამს.. ვუსამძიმრებ მთელს ოჯახს, წნორსა და საქართველოს.. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ თან.. გაბრაზებით არ ვიტყვი, უბრალოდ მენანება იცით რა? 19 ოქტომბერს, საგარეჯოში, 22 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუჩის ბიჭების კონცერტი რომ გადაიდო გახსოვთ ხომ? მთელი საგარეჯო გლოვობს ახალგაზრდა გოგოს და რა გეკონცერტებათო.. ხალხმა რომ გადაადებინა… ჰოდა 24 წლის გურის, მთელი სიღნაღი კი არა, მთელი საქართველო გლოვობდა და დაუშვათ და “სიღნაღობას” ვერ გადადებდნენ, დავიჯერო ანრი ჯოხაძეს კონცერტი და ტაშფანდურაც აუცილებელი იყო? დავიჯერო გლოვა არ არსებობს? წნორში გოგო-ბიჭები დაითალხნენ, მიწაში ჩადეს 24 წლის ბიჭი და იმ საღამოს, გურამის საფლავიდან 5 კილომეტრში, კონცერტები რომ არ გამართულიყო, არ შეიძლებოდა? უბრალოდ მითხარით სად დავკარგეთ ემპათია, სოლიდარობა, ჭირში თანადგომა და ღირსება? ღირსება სად დავკარგეთ,
რომ 24 წლის ბიჭი ჩავდეთ ქიზიყელებმა მიწაში და იმავე საღამოს, ტაშფანდურა მოგვიწყეს… კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მე არ ვიცნობდი, იმდენი ადამიანი მიაცილებდა, ჩემთვის ძვირფასი წნორელები და ისე ტიროდნენ, მჯერა კარგი ადამიანი დავკარგეთ, უბრალოდ არ შემეძლო ისიც არ მეთქვა, რომ როცა წნორი და ქიზიყი, როცა მთელი საქართველო გლოვობს, ბოლო-ბოლო კონცერტი მაინც გააუქმე, ღირსებისა და ხალხის პატივისცემის ამბავია, განა არ იმსახურებს შენი ხალხი, ამ ელემენტარულ პატივისცემას? თუ მართალი არ ვარ, მითხარით რავი…“ – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში

თბილისში 25 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლეს .სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

გაზიარება
წინა პოსტი

წყნეთის ქუჩაზე კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა-თამარა ზედგენიძე

შემდეგი პოსტი

ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ებრაულ მძაფრსიუჟეტიან სერიალ „გაქცევა“-ში მონაწილეობს

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'