“ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები დარტყმა– როსტოვის რეგიონშია. დავარტყით კამენსკის კომბინატს – რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული. ასევე განადგურდა საზენიტო კომპლექსი Панцир-С2 და S-400 ტრიუმფის სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. საჰაერო თავდაცვის დაზიანებული ობიექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეომრებსა და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებს სიზუსტისთვის! სამართლიანად ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს ომი” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

Discussion about this post