“დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით” – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო რესურსების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით, მიმართოს შპს “საგანმანათლებლო რესურსებს”. ქარხნული წუნის აღმოჩენის, ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია შესყიდული ფორმის გადაცვლა/დაბრუნება. სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში, ტანსაცმელი უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და მას არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.

Discussion about this post