TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

არაერთხელ გვითქვამს – ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო-ნინო წილოსანი

არაერთხელ გვითქვამს – ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო-ნინო წილოსანი

“დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზებას ევროპული დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა, ხოლო სხვადასხვა ევროპარლამენტარი ძალადობრივი აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა.
არც ის დროა შორს, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით ამართლებდნენ, ჩვენ კი თითის ქნევით გვასწავლიდნენ, როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, როგორ უნდა ყოფილიყო პოლიცია უმოქმედო და არ დაეკავებინა ძალადობაში მონაწილე პირები.
სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. მოლოტოვის კოქტეილებიც ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა პირდაპირ „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა.
ამ ორმაგი სტანდარტის ფონზე შეუძლებელია არ გავიხსენოთ იმ პერიოდში საქართველოში აკრედიტებული რიგი დიპლომატების „დიპლომატია“. ისინი მოძალადეების დასაცავად განცხადებებს არ იშურებდნენ, სასამართლო პროცესებს არ ტოვებდნენ, მოსამართლეებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და თბილისის ქუჩებში მიმდინარე არეულობის მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავდნენ.
არაერთხელ გვითქვამს – ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო
კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა – როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება.“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
წინა პოსტი

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

შემდეგი პოსტი

ჩვენ არ ვითხოვთ არც საბიუჯეტო სუბსიდიებს და არც სხვა სახის ფინანსურ შეღავათებს-კახა კალაძე

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'