უკრაინელებმა დრონით რიგით მესამე წარმატებული საჰაერო ევაკუაცია განახორციელეს .უკრაინული მედიის ინფორმაციით, CASEVAC StarGate დრონმა რუსეთის საზღვრიდან 2 კილომეტრში მყოფი უკრაინელი დამცველის გადასარჩენად 15 კმ-ზე მეტი იფრინა. მათივე ცნობით, რთული რელიეფის, დანაღმული ველებისა და რუსული FPV დრონების უწყვეტი თავდასხმების გამო ხმელეთით ევაკუაცია შეუძლებელი იყო. ნაღმის აფეთქების შედეგად დაჭრილმა ანდრიიმ პოზიციაზე 57 დღე გაატარა. ახლა მას სამედიცინო მკურნალობა უტარდება. ბოლო კვირანახევარში ამ ტექნოლოგიის დახმარებით საბრძოლო ზონიდან სამი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა

Discussion about this post