უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს .როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული დაზვერვისგან მიიღო.
მისივე თქმით, მსოფლიო ახლა ყურადღებას აშშ-ის შუალედური არჩევნებისადმი მიაპყრობს, უკრაინაში არსებული პრობლემები კი შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩეს.
“მსოფლიომ რუსეთს უნდა გაუგზავნოს სიგნალები, რომ ტერორი არაფერს მოუტანს. ასევე რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება – ისინი კი დანარჩენ მსოფლიოსთან ბიზნესის კეთებას ვერ შეძლებენ” – ამბობს ზელენსკი.

Discussion about this post