უკრაინელებმა რუსეთში იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს . თავდასხმის შედეგად საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. Astra-ს ცნობით, თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ხანძრის სულ მცირე 7 კერა ჩანს.
იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ ევრაევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, საწარმოს ორმა თანამშრომელმა კი ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღო. ასევე, მისი თქმით, ჩამოგდებული დრონების „ნამსხვრევებმა“ რამდენიმე მრავალბინიან და კერძო სახლში მინები ჩაამსხვრია, დაზიანებულია ავტომობილებიც.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „Славнефть-ЯНОС“ რუსეთში სიმძლავრით მეხუთე ქარხანაა. მას წელიწადში 15 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია. იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

Discussion about this post