BPN-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 9 თვეში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 521.980 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მილიონი ლარით მეტია (წინა წელს ეს მაჩვენებელი 475.888 მილიონ ლარს შეადგენდა).
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მითითებული არ არის, კონკრეტულად რამდენი შტატგარეშე კადრია დასაქმებული სამინისტროებში, სსიპ-ებსა თუ ააიპ-ებში.

Discussion about this post