მსოფლიო ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო პერიოდში ფასის გამუდმებული ვარდნის შემდეგ, ერთ დღეში ძვირფასი ლითონის ღირებულებამ უნციაზე 4 000 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, მისმა ფასმა 4 030 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში 2.56%-ით გაძვირდა.
გაძვირებულია ვერცხლიც. უნციის ღირებულება 51.82 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში მისი ღირებულებია 4.22%-იან მატებას წარმოადგენს.

Discussion about this post