TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საპრეზიდენტო არჩევნებზე 2 წელიწადში რესპუბლიკელებს ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი-სააკაშვილი

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

“ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს დემოკრატებმა, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი რესპუბლიკელებისთვის, რომელთაც არ უშველა ელეონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ.
ეს საარჩევნო შედეგი ძირითადად განპირობებულია ცხოვრების გაძვირებით და სოციალური უსამართლობის განცდით. ასევე კორუფციით შეშფოთებით, სულ სხვა საკუთარი მოსაზრებით. ეს საარჩევნო შედეგი ძალიან ეწყინათ რუსებს და პირადად პუტინს.
რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? მთავარი არის ის, რომ როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს. ჭორვილელმა შეაკოწიწა ბევრი ჯებირი – დაგვატყვევა, ფულით იყიდა ბევრი, ფაქტობრივად გააუქმა პარტიები და არჩევნები, მაგრამ ხალხში არის ცვლილებების დიდი წყურვილი და წარმოქმნილია ტალღა და ყველას მოუწევს იმის აღიარება, რასაც ბევრი ისედაც ხედავს და გრძნობს, რომ ეს გარდაუვალი ტალღა უკავშირდება მათ, ვისიც ქოცებს ყველაზე მეტად ეშინიათ, მიკავშირდება მე და ჩემს თანამებრძოლებს, ისეთებს როგორიცაა ლევან ხაბეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ანი წითლიძე და ბევრი ახალგაზრდა, უფრო სწორად იმ იდეას, რომელსაც ჩვენ განვასახიერებთ.
ეს არის იდეა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი და ეფექტური მმართველობის და ვერანაირი გისოსები და ჯებირები ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. მე უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი. მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას, ჩემს ხალხთან შეხვედრას და ერთად გამარჯვებას.
ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს და მოვიგებთ მას. ერთი კაცის ქვეყანას, ხელახლა ვაქცევთ მთელი ხალხის, ყველა მოქალაქის ქვეყნად, სადაც ადამიანებს ექნებათ კარგი შემოსავალი, ცხოვრების პერსპექტივა, ღირსეული სამსახური და უზრუნველყოფილი პენსია, დაუბრუნდებათ სიამაყის განცდა ჩვენს ქვეყანაზე. იქნებიან დაცული შიდა და გარე საფრთხეებისგან, კრიმინალისგან და კორუფციისგან. ხალხი დაბრუნდება ემიგრაციიდან.
რაც შეეხება შეუმდგარ დიქტატორს და მის უნიათო საგარეო პოლიტიკას, გახსოვთ ბოლო არჩევნების დროს როგორ გვატყუებდა ამერიკასთან მალე დავალაგებო? მან ვერაფერი დაალაგა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტიკური ტყვის გათავისუფლებას და ირანის ბრუტალური ისლამისტური დიქტატურისგან ჩახსნას. ზუსტად ასევე ვერ დაალაგებს დემოკრატებთან, რომლებმაც მიარჭეს მას სანქციები წინა წლებში და განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ.
და ბოლოს, არავის არ ვურჩევ ტრამპის და რესპუბლიკელების ჩამოწერას. ჯერ ერთი ტრამპი ამ არჩევნების შემდეგაც ინარჩუნებს სრულ კონტროლს საგარეო პოლიტიკაზე და მეორე – საპრეზიდენტო არჩევნებზე 2 წელიწადში რესპუბლიკელებს ეყოლებათ ძლიერი კანდიდატი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დემოკრატებს ჯერჯერობით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ. რესპუბლიკელებს ჰყავთ ჯეიდი ვენსი და გუშინდელი შედეგის შემდეგ გაძლიერდა მარკო რუბიოს პოზიციებიც და საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შანსი.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
წინა პოსტი

ბარსელონა-მოდლინის თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შემდეგი პოსტი

მარნეულის მერიაში დასაქმებული ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მერიის შენობაში

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'