საფრანგეთში სისხლის ბანკებზე კიბერშეტევის გამო პლაზმის მაცივრები მწყობრიდან გამოვიდა .ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ევროპაში მაცივრებზე განხორციელებულმა მასშტაბურმა კიბერშეტევებმა სუპერმარკეტების გარდა, საფრანგეთის სისხლის ეროვნული სამსახურის გაგრილების სისტემებიც დააზიანა, სადაც სისხლის გადასხმისა და მედიკამენტებისთვის საჭირო პლაზმა ინახებოდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამაცივრე დანადგარებში ტემპერატურის მატება დაფიქსირდა. გამოცემა წერს, რომ განგაშის სისტემამ და მორიგე ტექნიკოსებმა ტემპერატურის ცვლილება დროულად დააფიქსირეს. პერსონალმა პლაზმა და სისხლის პროდუქტები სასწრაფოდ გადაიტანა უსაფრთხო ობიექტებზე, რის გამოც არცერთი ერთეული სისხლი ან პლაზმა არ გაფუჭებულა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევა მოწყობილობების მომსახურე კონტრაქტორი კომპანიის სისტემებზე განხორციელდა. მსგავსი კიბერინციდენტები უკვე 11-ზე მეტ ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირდა (მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ლუქსემბურგსა და იტალიაში), რის გამოც ზოგიერთ სუპერმარკეტში პროდუქციის მთლიანად გადაყრა გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა ჰაკერულმა ჯგუფმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დროებით აიღო, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ დროისთვის არ არსებობს.

Discussion about this post