2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.06%-ით გაიზარდა .სტატისტიკას შსს ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 249 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 62 გაიხსნა, რაც 24.9%-ია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით გაზრდილია ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები:
• ქრთამის აღება: 41 შემთხვევა — ზრდა 215.38%
• ზეგავლენით ვაჭრობა: 5 შემთხვევა — ზრდა 500%
• უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: 39 შემთხვევა — ზრდა 44.44%
• უფლებამოსილების გადამეტება: 106 შემთხვევა — ზრდა 4.95

Discussion about this post