სანქტ-პეტერბურგელ მუსიკოსს ჩერნიჰივის დარტყმის შესახებ პოსტის გამო 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს . ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ მუსიკოსს ასევე სამი წლით აეკრძალა ინტერნეტ-რესურსების ადმინისტრირება. მათივე ცნობით, საქმე აღიძრა 2023 წლის 19 აგვისტოს „VKontakte“-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. პანინი წერდა უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივის დრამატულ თეატრზე რუსული სარაკეტო დარტყმის შესახებ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. საბოლოო სიტყვაში მან ითხოვა, რომ კოლონიაში არ გაეგზავნათ და განმარტა, რომ მასზე მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი და მოხუცი დედა არიან დამოკიდებულნი.
გამოცემა წერს, რომ პანინი 2026 წლის 20 ივლისს დააკავეს. დაპატიმრებამდე იგი ასწავლიდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას, თანამშრომლობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან და დიდ საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე მუშაობდა გიდად.

Discussion about this post