ბათუმში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს . ინფორმაციას ამის შესახებ აჭარა თაიმსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

Discussion about this post