TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თბილისში სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ

თურქეთში 12 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

თბილისში სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ . ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს:

„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ -წერს შსს

გაზიარება
წინა პოსტი

„ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…“ – სკოლის მოსწავლე ავარიას ემსხვერპლა

შემდეგი პოსტი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'