ევროკომისიამ ახალი სტრუქტურის – ევროკავშირის სანქციების ოფისის [EUSO] შექმნა დააანონსა .ახალი უწყება გააერთიანებს სანქციების პოლიტიკას, მათ აღსრულებასა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. ახალი სტრუქტურის შექმნის მთავარი მიზანი ევროკავშირის მასშტაბით სანქციების უფრო თანმიმდევრული და ეფექტური გამოყენებაა.
ეს იქნება მუდმივმოქმედი შიდა სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს სანქციების მთლიან ციკლს – ახალი შეზღუდვების შემუშავებიდან დაწყებული, მათი შესრულების მონიტორინგითა და მესამე ქვეყნების მხრიდან გვერდის ავლის მცდელობების ბლოკირებით დასრულებული.
💬 “რადგან გეოპოლიტიკური გარემო სულ უფრო რთული ხდება, ჩვენ ასევე უნდა განვჭვრიტოთ და ვუპასუხოთ სანქციების გვერდის ავლის ახალ მეთოდებს. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ვაცხადებ ევროკავშირის კრიპტოსანქციების სამუშაო ჯგუფის შექმნას.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა გამოვავლინოთ და გავუმკლავდეთ ევროკავშირის ფინანსური სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს კრიპტოაქტივების მეშვეობით.” – ნათქვამია ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ევროკომისარ ალბუკერკეს განცხადებაში.

Discussion about this post