ფილტვის ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ რომის პაპი ლეონ XIV არგენტინას ეწვია .ეს კათოლიკური ეკლესიის ლიდერის პირველი ვიზიტია ქვეყანაში 1987 წლის შემდეგ. აეროპორტში პაპს პრეზიდენტი ხავიერ მილეი დახვდა. Reuters ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია, რომ პაპი თავის გამოსვლაში ირიბად შეეხება ვატიკანსა და არგენტინის ხელისუფლებას შორის არსებულ უთანხმოებას, რაც მილეს მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ირანის ომის მხარდაჭერას უკავშირდება. 71 წლის პაპი ოთხშაბათამდე ქვეყნის ოთხ ქალაქს, მათ შორის ციხესა და შშმ პირთა მოვლის ცენტრს მოინახულებს

Discussion about this post