ბულგარეთში 50-მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – შეჯახებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ბულგარეთში, ძლიერი ნისლით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27-მდე დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რადგან რამდენიმე მოქალაქე ჯერ კიდევ ჩაკეტილია დაზიანებულ ავტომობილებში.

Discussion about this post