უკრაინული დრონების საფრთხის გამო, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა . ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ასევე ინტერნეტის მასშტაბური შეფერხებების შესახებაც გახდა ცნობილი. მათივე ცნობით, აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ სმოლენსკშიც. წინასწარი ინფორმაციით, სმოლენსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი რამდენიმე სართულს მოედო. ამავდროულად, ლენინგრადის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. გარდა ამისა, თათრეთში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა და შეიზღუდა ინტერნეტზე წვდომა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს დრონების თავდასხმა და კადრები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

Discussion about this post