ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი . ინფორმაციას „სანდო წყარო“ ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. მათივე ცნობით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „სანდო წყაროს” ინფორმაციით, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Discussion about this post