“სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი” -წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი

Discussion about this post