„კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან. ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას – ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას

Discussion about this post