ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა . ინფორმაციას ABC News ავრცელებს და წერს, რომ, დაზარალებულთა შორის შვიდი ბავშვი და რამდენიმე მშენებელია. სახანძრო სამსახურის ცნობით, ფლეტბუშის უბანში მდებარე სამსართულიანი შენობა მის გვერდით მდებარე სამშენებლო თხრილში ჩაინგრა, სადაც იმ დროს მუშები იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ასევე ჩამოინგრა მომიჯნავედ მდგარი კიდევ ერთი სამსართულიანი შენობის კედელი. გამოცემის ცნობით, ნგრევის გამომწვევ მიზეზებს შენობების დეპარტამენტი და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას აღნიშნულ ტერიტორიას მოერიდონ.

Discussion about this post