აშშ-ის არმიის ოფიცერი, რომელიც რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, NATO-ს მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში მსახურობდა . ინფორმაციას გამოცემა Usa Today ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეჭვმიტანილი – 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბრენდონ ტაინერი – 10 ნოემბერს, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ბრიტანული მხარე მას ბრალს წაუყენებს
ოფიციალური პირის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში ბრალს წაუყენებენ, აშშ-ის სამხედრო უწყება ტაინერის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას თავად აშშ-ში, „სამხედრო მართლმსაჯულების ერთიანი კოდექსის“ საფუძველზე დაიწყებს. წყარომ ასევე დასძინა, რომ პენტაგონი ამ პროცესში იუსტიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლებს

Discussion about this post